კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ფიქრითა ვცხოვრობ ოცნების მხარეს,

ვესაუბრები ნარნარა მთვარეს,

ვეჩურჩულები ვარსკვლავთა კრებას,

სხივებს ვუმღერი - ქებათა-ქებას.

ღრუბელს ვადევნებ აღმაფრენასა,

ჭევლის ციმციმის ვსწავლობ ენასა;

ციდან ყურს ვუგდებ ცხოვრების დენას,

და შავ-ბნელ მიწას ვაბრალებ ზენას.

მთის გულზე როცა სჩქეფს ნიაღვარი -

ეს არის ჩემი ცრემლები ცხარი...

და როცა ნისლი ებურვის ტყესა,

ეს არის ჩემი ფიქრების კვნესა.

ფიქრითა ვცხოვრობ ოცნების მხარეს,

ვესაუბრები ნარნარა მთვარეს,

ვერა სთმობს გული ცხოვრებას მწარეს -

ფიქრით თუმც ვცხოვრობ ოცნების მხარეს...

მსგავსი თემები