კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თვალის ჩინო, შენ მოგიძღვენ

ყოვლისათვის ყოველივე,

ორთქლად ვიქეც, მოგებურე,

სურნელებად მოლივლივე.

ჩემს სალოცველ კერპად გიცან,

გაგაღმერთე, დაგემონე,

შენი ტრფობა წმიდა-წმიდად

გვემულს გულსა შევუწონე.

ვცოცხლობ, ვიშვებ შენზედ ფიქრით,

თაყვანსა ვსცემ შენს ცრემლებსა;

ოცნებაში გიწნავ გვირგვინს

და შიგ ვაწნავ ყვავილებსა.

ჩემი სევდის საიდუმლო,

შენს ქვითინში, დედავ, ვპოვე;

და ეს რწმენის სამლოცველო

გრძნობის ძაფებს ჩავაქსოვე.

თაიგულად გადავფურჩქნე

ტრფობის ყლორტი, ცრემლში ზრდილი;

და ამ წმიდა ამბორს გიკმევს

ეხლა ჩემი მოძახილი.

და არც დაგთმობს... განთიადზე

მარად გიმღერს, სევდის ხმაზე;

ვიდრე მბრწყინავ ძლევის გვირგვინს

არ დაგადგამს ტანჯულ თავზე.

მსგავსი თემები