რა მზის შუქი დახვავდა! ხედავ, როგორ აყვავდა ჯარისკაცის საფლავთან ნუში ტოტებდახრილი!? ჯარისკაცო მოგწყინდა?! - ია ამოფოფინდა, მერე ჩიტიც მოფრინდა სტვენითა და ძახილით! აქ ვინ მიწვა დაღლილი, ვინ ჩააგო მახვილი მტერთან რკენით ნალეწი?! ჩვენ გვიბოძა ცისკარი, მას კი გრძნობა ცინცხალი გაეყინა თვალებში? ვისი სისხლის წინწკალი გაშრა ასე ადრიან? ამ გმირს ნეტა რა ჰქვია, ყვავილებს რომ აყრიან, ბილილ-ბილილ გვირილით ქარს რომ დაუბარდნია?! დაჭრილსაც რომ სჭერია ხმალი მტერზე ნალესი... იქნებ პაპაშენია იქნებ პაპაჩემია, როგორ გაახარებდა, ალბათ, ჩვენი ალერსი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |