I
აი დავმშვიდდი! - აღმომხდა ლოცვა და მწუხრი ჩემი ცრემლმა წარხოცა... ვიხილე, ღმერთო, ცეცხლთა-მფრქვევი თვალები შენი და აღევლინე, მოიბურე ღრუბელთ რიდენი. სამლოცველო წარეტაცნა, - ანგელოზმა სახე შენი გულს გვირგვინად რად დამაწნა? რომ შენ ღმერთი ჰყოფილიყავ, მე - ქურუმი - ასე მსურდა; რომ შენს ტრაპეზს ცეცხლი ჩემი დამწვარიყო... და აღსრულდა.
II
უხილავ იქმენ! უხილავ იქმენ! - მე მსურს ერთ-ურთი კვლავ ვეძიოთ ჩვენ. ზეგარდმო ღმერთი, შენა ხარ ერთი... ნაყოფიერ მყავ - შთამბერე ძალი, რომ აღვადგინო კვალად ტაძარი, შევღაღადო ცას, მივმართო ლოცვას! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |