კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ფრთხილად შემოველ შენს ოთახში შეყვარებული,

სანათი წითლად პარპალებდა ფანჯარის წინა;

მე მოგაშტერდი ჩუმად, ნაზად აღელვებული,

შენ სარეცელზედ მომღიმარეს მშვიდად გეძინა...

არშიის ძაძა გიქარგავდა საბნის ატლასსა,

წარბების ჩრდილში მიგმალოდა თვალების შუქი;

საყურის ლალი სხივს ესროდა ხალის ხასხასსა,

ვარდათ გიღებდა მარჯნის ბაგეთ ვნება მსუბუქი...

მუბლზეც კულული გაწეწილი გადმოგფენოდა,

სურნელი სუნთქვა ლივლივებდა შენ გარეშემო;

ღაწვებზედ მთვარის ელვარება მკრთალად გშვენოდა,

მკერდიც გითრთოდა ნეტარებით, სიცოცხლევ ჩემო...

მგზნებარეს ცეცხლის ნაპერწკლები გადმომსკდა თვალით,

გონებას ძალა ჩაეფერფლა ვნების უფსკრულში;

შენ წინ დავემხე მუხლმოყრილი თრთოლით, კანკალით,

და გაშმაგებით მოღვედილი ჩაგიკარ გულში!

მსგავსი თემები