გნოლები ატირდნენ გარდაცვლილ ბაღებში, უეცრად შეირყენ მსოფლიოს მკვიდრები კოშკები დაიმსხვრა მეწყერის ტალღებში, შეშლილი ძახილით გაფრინდნენ მინდვრები. წითელმა ყორნებმა დაგლიჯეს ტიტანნი - და მთები ალისფერ სისხლის მონატრულნი ნელი-ნელ დაითვრენ ვითა მიკიტანნი. ძეგლებად წარმოსდგა ველური ზმანება, მღერაში ჩასაფრდა კვნესა უცნაური, ძაძები ჩაიცვეს მოცინარ ზარებმა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |