კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ თრთოდი ისე სიცივეში როგორც ხბოს ტანი,

მე საყვედურით გიცქეროდი სახე მადლიანს,

რადგან ზამთარმა დამითალხა ბაღი, ბოსტანი

და შენი ხელით მიმზადებდა საფლავს მატლიანს.

როცა ასკილმა ფანჯარასთან თავი დახარა -

შენს ნაზ სახეზე აბოროტდა ღიმი კეთილი,

ჩემმა ბოდვებმა, შეგამჩნიე, რომ გაგახარა

და წასასვლელად გამოაღე კარი კეტილი.

ვფიქრობ: ვიყავი, არ ვიქნები... ვფითრდები ჯავრით -

როცა ხმა მესმის უჩინარი, დადასტურების,

ინგრევა სახლი ქარისაგან, ნახური ყავრით,

მაშინებს ღამე, კატები და ჩხუბი ტურების.

როცა ვიგონებ ჩვენს სიყვარულს - (რა ძვირფასია?)

შენი სიყალბე არ მაკვირვებს რომ იჩარხება,

რადგან სიავით, სიკვდილი ცვლის მდიდარ ხასიათს,

ცივია მიწა... კაცთა ხსოვნაც შიგ იმარხება.

არავისი ვარ მადლიერი, წუთის მზვერავი

და როს მოვკვდები, აქარვდება სახე გედური -

(თუმცა ჩემს სიკვდილს ვერ გაიგებს დიდხანს ვერავინ)

არვინ მიტიროს, მე ამ ქვეყნად ყველას ვემდური.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

მსგავსი თემები