სიკვდილს უჭირავს ხელში ჩემი ბედის ყანთარი, შენზე ოცნება ჩემს იარებს ვეღარ აშუშებს. როცა ღამეში წვიმა ნესტავს ფანჯრისა შუშებს - ცივია ხედვა შენი სახის როგორც ზამთარი. მივყიდი ბრმა ბედს სადუშმანოდ ცოდვის ჯაშუშებს. მოეწონებათ თამამ ქცევით ჩემი სჯა ბუშებს, როცა შენს მკერდზე ავაღელვებ დანას აფთარი. როგორც სუსტ ტუსაღს მამარტოებს კარის ურდული მაწამებს ფიქრი სევდით სავსე და უბედური. მსწრაფლ გამოგიკვეთ სამარის ქვას ძველ ჩუქურთმებით. და... მერე ჩემს თავს მეც დავიხრჩობ შენს შუქურ თმებით!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |