სიკვდილის შიშით გულზე მესო სევდის მარწუხი. ჩემი იღბალი მიმზადებდა საფლავს მატლიანს; შენ უცქეროდი ჩემსა ტანჯვას, მაგრამ არ წუხდი, თითქოს ეს ბედი გახარებდა - სახე მადლიანს. შორეულ ქვეყნით მელანდოდენ ზენარი დები. და კეთროვანი სნეულებით სახე მახინჯი - ვფიქრობდი: რისთვის დავიბადე. ან რისთვის ვკვდები? და გაიტოლა ჩემმა ბედმა გიჟი ამური, - როს ჯერ სიმღერით არ მინახავს მზის პალატები, თუმცა სურვილით ვიტანჯები - როგორც ღამურა დავავიწყდები თანამგზავრებს მუნჯი ქადაგი, მხოლოდ ჩემს საფლავს გაიხსენებს მზის ფალავანდი, როცა ქვეყანას აეხდება შავი ფარდაგი. და როს მოვკვდები, აქარვდება სახე გედური - (თუმცა ჩემ სიკვდილს ვერ გაიგებს დიდხანს ვერავინ) - არვინ მიტიროს. მე ამ ქვეყნათ ყველას ვემდური!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |