ამ გაზაფხულზე, ადიდდება როცა არაგვი, აპრილის ბოლოს, მზე და სისხლი როცა აგვტკივა, მოულოდნელად დამაბნიე და გამახარე და გაზაფხულში წამიყვანე შაბათს და კვირას... მიტოვებული, უდაბური და უპატრონო, გამითბე შენი სინათლით და სულის გიზგიზით, ჭრელი ნოხებით მომიფინე საქალბატონოდ... არ დამიტოვო ასახდენი ნატვრა არცერთი, ყველა ეჭვები გამიფანტე ახალიც, ძველიც, გამაღმერთე და მიმსახურე მერე ქალღმერთი... წამომიყვანე ფშავში მზით და ლექსებით მთვრალი, შემომაწანი თავზე სველი იის გვირგვინი და სიყვარულზე ასე მითხარი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |