კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

საყდრის თავები მზით შეიმოსა

მინებს აწვება მარჯნების ღვარი,

მძინარე ქალი როგორც მიმოზა

სიზმრებში ტირის დაკარგულ გვარით.

შიში აღვიძებს ლოცვების მორჩილს

ოთახში ფრინავს ყორანი შუშის

და ელანდება ძუძუებ მოჭრილს

თუთუნის კვამლში ღიმილი ბუშის.

დიდიხანია ეს ბედი არგეს,

თავი ჯერ კიდევ ვერ გაიმეტა,

მუხლ მოკვეთილი უცქერის სარკეს -

და ეშაფოტი მოსჩანს იმედად.

მაგრამ ამ სარკეს დღესვე გამოცვლის,

რომ შიგ ბრწყინავდეს კვლავ საფირები,

და დაინახა მან გამოსვლისას

მოდიან მისი სოფლის ვირები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

მსგავსი თემები