მოვკვდები ჩუმად ჩემს კუთხეში საწყალი მგზავრი, სულს გამიციებს მე ქალაქში თუჯის სახლები და წავალ ისე მოკრძალებით, უცნობი ჯავრით, რომ სიბრალულით დამკოცნიან ქუჩის ძაღლები. გულღია საფლავს არ დააბნევს ვარდს ქალწულები. კუბოს ცხენებიც არ წაიღებს როგორც წესია - აშლილ ნაბიჯით წამათრევენ დაქანცულები. დაბეჟილ სხეულს ვინ გაუღებს სამოთხის კარებს. განსაზღვრულია წმინდანების იქ წოდებანი და პატიოსნად ცხონებულებს ვინ მიმაკარებს. და ჩემი სისხლიც მოიწამლა გადაშენებით, წინაპართ თესლის ძლიერება მხნე და უშრეტი ცოდვამ წაიღო ვნებიანმა ჩქარი ჭენებით. მამათა სისხლი გადავლენე შხამიან ძმარში, დავიწვი ისე როგორც ჩვენსას იწოდა კვარი და მშობელ მიწას ვაგონდები მე ავ სიზმარში. ჩემს ტვინში ბევრი უცხო აზრი გადაგლესილა. მე არ მსმენია ტკბილი სიტყვა-ძმა, მეგობარი, ო, რომელიმეს მტრულად მაინც გაერტყა სილა. ხმელი ვკიდივარ ორი ქვეყნის მე ორბოძალზე. მე წარსულ დღეებს გადავტირი დაღონებული და ყველა ღმერთებს სათითაოდ ვაგინებ ძალზე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |