კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვერ მოვიგონე ვინ შემეხო სისხლიან ხელით,

ხუთივე თითი აღიბეჭდა თეთრ აბრეშუმზე.

ჩემი ფიქრები გადაიწნა მეწამულ გველად

და ჩემს ხატებას თეთრ სარკეში მე ვეღარ ვუმზერ.

კოშმართა გროვას ათამაშებს დამშეულთ ლანდი,

ღამის კალთაში რომ ატარებს გამხდარ მემკვიდრეს,

მოიმღერიან მოცეკვავენი ძველი ელადის

იყავ ცბიერი და თვითმკვლელობა არ გაგიკვირდეს.

გულს დამისერავს შეყვარება ელექტრო ცეცხლის,

გაყინულ ბროლით სულს დაობლებულს რომ ვერ გაათბოს,

მომენატრება მდუმარება ცისფერი ვეცხლის

ქუჩის დედოფალს დიამანტებით არვინ შემამკობს.

ო, რა ენაზე, რა სიტყვებით, ან ვის მივმართო,

რომ გამოვტაცო საშინელი იდუმალება!

წყეულ იჭვებით დაფერფლილი დავრჩები მარტო,

სიგიჟე ჩემი ჩინურ ვაზაში დაიმალება.

მსგავსი თემები