კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ბავშვობის ვარდო, გაშლილხარ გულში,

სხვა რაღა გინდა, მდელო, საფარი,

აქვეა ცა და ყვავილი ნუშის

და მოკაშკაშე ვარსკვლავთა ჯარი.

მახსოვს ცხოვრებამ როგორ მატარა

უკუღმართ გზაზე სიყმაწვილიდან

მაშინ ნიავის ტოტი პატარა

ჩემს ოქროს კავებს ფურცლავდა მშვიდად.

გულში ხანძარი მენთო და ცრემლი

და სიამაყე გოგოს თვითნებას...

არ მოგეკაროს სიკვდილის ცელი

ულამაზესო ჩემო ოცნებავ!

რამდენი ხმა და თვალთა ხავერდი

აჟღერებულა დღეს ჩემს მამულში,

ვინ გამიბედავს მითხრას "დავბერდი"

ბავშვობის ვარდო გაშლილხარ გულში.

მსგავსი თემები