დავფრინავ ჩემთვის ერთი მერცხალი, წკრიალა ხმებით მკერდავსებული, - მარადიული მზის ნაპერწკალი, წუთიერ ფრთებში მოთავსებული. და წლებმაც ვალი გადამიხადეს, მაგრამ არ ცხრება გული მისანი და კიდევ ახალ ზეიმს მიქადის. რა უნდა ვნახო კიდევ ისეთი, რომ მის წინაშე ფერმკრთალად ჩანდეს სხივმადლიანი ჩვენი მზისეთი? და ჩემი ქვეყნის ტკბილი სახელი, დამრჩეს შხუილი გაფრენილ ფრთების და შორ სიმღერის გამოძახილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |