წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

როცა ემხობა ფრთამოკვეთილი

ზეშთაგონების შუქი მთვარული,

ჰფარავს ქვეყანას ჩრდილის კედელი

ციდან უეცრად ჩამოღვარული.

ჰქრება სინათლე ცად ასვეტილი,

იწვის წამწამი გადაცვარული,

რჩება უაზრო და გაცვეთილი

ქვეყანა ბნელი და ანგარული.

ვზივარ ოთახში გამოკეტილი,

მწარე ფიქრებით შემოჯარული.

აღარა მჯერა სიტყვა კეთილი,

გული უბიწო და მოყვარული.

თვალი ბრმავდება შუქდაწრეტილი,

კვდება ხალისი და სიხარული;

ლაჟვარდს ესობა შავი წერტილი,

ცაში მზის ნაცვლად შემოპარული.

და შემომტირის ძარღვგაწყვეტილი

გული მტკივანი და გაბზარული.

სიტყვა ამოდის შხამის წვეთივით,

თითქო იღვრება სისხლი ფარული.


მსგავსი თემები