მთარგმნელი: სერგო წურწუმია
იყო ცნობილი არ არის კარგი, ეს არ ამაღლებს კაცს ცაზე მაღლა. ხელნაწერების ნუ შექმნი არქივს, არ ღირს მათ გამო შრომა და დაღლა. თვითშეწირვა და არა ხმაური, სამარცხვინოა და საზიზღარი არარაობის აურზაური. განვლე ცხოვრება დაუძრახველი, რომ გრძნობა გიძღვნან ყველა მხარეში და თან მომავლის გესმას ძახილი. ბედი და არა თეთრი ქაღალდი, ვერ პოულობდეს რათა მძებნელი, რასაც ცხოვრების წიგნად სახავდი. რათა იფარო იგი ლითამად, როგორც ნისლს იხდენს მიწა დანადენს, როცა თვალთან ჭირს თითის მიტანა. შენს ნაკვალევზე სხვები ივლიან, არც გამარჯვება, არც დამარცხება არ დაჰყო, რაც კი გამოგივლია. ნუ უღალატებ რაც გწამს გულამდე, იყავ ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალი, იყავ ცოცხალი აღსასრულამდე. |