ეს იყო ქალი, რომელიც ქალს ჰგავდა. ეს იყო ქალი, რომელსაც შეეძლო განგსტერის გულის აჩუყება, მისი ბავშვად ქცევა და მერე ბავშვადქცეულს ყლაპავდა თავისი საშოთი. ეს იყო ქალი, რომელიც სტუდენტს პირდაპირ სახაზავ დაფაზე აძლევდა, ან როიალის ქვეშ. ეს იყო ქალი, რომელიც მოგზაურობდა (როგორც კაპოტეს გ...) ეს იყო ქალი, რომელიც ჰგავდა პურს ღარიბ სამზარეულოში, მზის სხივს ზამთრის სარკმელზე, ავადმყოფი შვილისთვის ძლივს ნაშოვნ წამალს. ეს იყო ქალი, რომელიც თვითონ იყო ბავშვი თაფლისფერი „ბათინკებით“ და ბიჭივით ვიწრო თეძოებით. ეს იყო მშვენიერი ქართველი ქალი, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს. |