კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დილით ცამ დამიძახა. მეც არ დავიგვიანე

და ცისფერი ოცნება ასაფრენად ავუშვი.

ცას შევხედე მფრინავმა: ფირუზისფერ აუზში

ჰბანაობდა ლივლივით ქალი ოქროს-თმიანი.

ჰბანაობდა სხივებში და გარშემო ყვაოდა

მარმარილოს არშია, ღრუბლით შემოფარგლული.

ვარდიც იყო, ყაყაჩოც, ფერი სხვადასხვაობდა,

ჰგავდა წალკოტს ღრუბელი, ცეცხლით ამოქარგული.

და მიკვირდა: ეგ ბაღჩა მარმარილოს ფიცარზე

ცის დედოფალს მიწიდან ნეტავ ვინ აუზიდა?

ჰბანაობდა ქალწული და ცისფერ აუზიდან

ალისფერი ტალღები იღვრებოდა მიწაზე.

და ვხედავდი: იმ ნაკადს, ციდან რომ იღვრებოდა,

მიწა ეგებებოდა ზეიმით და შექებით.

ფირუზისფერ აუზში ქალი სხივით თვრებოდა,

ძირს მთა იღებებოდა ქარვისფერი შხეფებით.

სხივთ გვირგვინი ჰშვენოდა ყვავილ-ჩაცმულ დილასა

და ჰაერში ისმოდა უცნაური ღაღადი.

ფერადობდა ღრუბელი, ცეცხლის ძაფით ნახატი,

და ტყის მწვანე საბანზე ჰყრიდა ოქროს სილასა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები