მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ზენაარს ვფიცავ, ეს კაცი ფარული მორიელია, ცხვრის ქურქში გამოწყობილი ვეფხვი, მგელი თუ გველია.
მაგრამ თუ თხოვნით მიმართე, ძაღლივით ღრენას დაგიწყებს.
საკუთარ სახლსაც მარტოდენ სავაჭრო დუქანს ადრიან.
ამის მსგავსები ღარიბებს ტანიდან ხდიან სამოსელს.
სახლში კი ოქროს სიხარბით აგროვებენ და იცავენ.
ღარიბ-ღატაკებს ჩაგრავენ ყოველთვის ბატონკაცობით.
მაგრამ თუ ცეკვა დაიწყეს, იქნევენ მათ გახელებით.
ის ურჩევნიათ, ცხოვრება როცა ღრეობას ედრება.
და ყვითლდებიან, თუ სთხოვე ფული, ნივთი ან საგანი.
რწმენით ვაჭრობენ და თვლიან, რომ ესეც საკმარისია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |