მუქ ფარდასავით დაეშვა ბინდი, ჩრდილმა სხივების ზონრები დაფშვნა. საღამოს ფერთა ლალი და შინდი შთანთქა უეცრად წყვდიადის ლაშმა. იფრინა დიდხანს ოცნების რაშმა. მოღუნა ზეცამ ვარსკვლავთ მშვილდი, მესროლა სხივი შორმა რიჟრაჟმა. ამოჩნდა ზოლად მზიური დაშნა, - გათენდა დილა ნათელი, მშვიდი, თითქოს გააღო თვალები ბავშვმა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |