სევდის სახე არ გვშორდება ვით აჩრდილი მაბეზარი! ირგვლივ ისმის სულ გოდება, მოთქმა-გლოვის მწარე ზარი... გული ძლივს ჰფეთქს სისხლნაკლული, საცოდავ ჩვრად იქცა ნება გზა გადამცდარ-დაკარგული... მწვავე ჯაჭვი არა სწყდება ვაგლახ ჩვენა, რომ წარსულის გაკვეთილი გვავიწყდება! ცრემლი - ლაჩართ ხვედრი არი... კარგად გესმით ხომ მტრის ავი დამცინავი ხმა საზარი!.. სისხლი გიჩქეფთ ამაყს მკერდში, ყოვლი წვეთი ამა სისხლის ნადუღია ბრძოლის ბრძმედში. არ შეგშვენისთ თავმომწონეთ!... გმირ არწივთა კვლავ ყივილი გამაგონეთ, გამაგონეთ! განიკურნეთ გულის წყლული ლამაზ სიტყვებს ნუღარ ჰქარგავთ და ჩაუდგით საქმეს სული! დროშა წმინდა ზე ასწიეთ, და შუქოსან მომავლისკენ უშიშრად და მხნედ გასწიეთ!.. ჩვენი ბედის კიდევ ბრწყინავს, რომ არ გვიდევს წინ საფლავი - არც მომკვდარვართ... აღარც გვძინავს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |