მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
მცოდნოდა მაინც ნეტავ ადრევე, როდესაც ახლად ვიწყებდი მხოლოდ, რომ სტრიქონები გკლავენ, გღადრავენ, გაგგუდავენ და გიღებენ ბოლოს.
დასაწყისშივე, ფრთებს სანამ ვშლიდი, რასაც ვითომცდა შორით ვუარე. მორიდებულად, კდემით და რიდით.
ვინც მსახიობის თამაშის ნაცვლად. არის ნამდვილი სიკვდილის მდომი, სწყურია ნაღდი სისხლისგან დაცლა.
სცენას მოდგება მონა ნადაგი. აქ ხელოვნება უკვე თავდება. და სუნთქავს ბედი და ნიადაგი. |