ძველი დაინგრეს და აშენდება ახალ ცხოვრების წმიდა ტაძარი, და საძირკველად მას დაედება გმირთა მებრძოლთა წამების ჯვარი. ქვეყნის გოდება, კვნესა, ვაება, ცრემლი მდუღარე ბედშავ-ბედკრულთა მაღალ კედლებსა დაეტანება. მათი მხნე გული, გული ძლიერი, ვით მზე ნათელი, მზე მშვენიერი, იმ ტაძარს მაღლით გადეხურება... იმ შენობასა ეცით თაყვანი, რადგან დაიდგმის მის შუა გულში მომავალისა ოქროს აკვანი. ერთი წარწერა, ძმებო, იქნება: „აქ დაიბადა წმიდა სამება: ძმობა, ერთობა, თავისუფლება! ხალხო, გაქვს შესვლის სრული უფლება, შენ შვილთა ბრძოლამ და ტანჯვამ შობა: ძმობა, ერთობა, თავისუფლება...“ ვინც ბრძოლის ველზე ხალხისთვის კვდება; შთამომავალთა იგი ნორჩს გულში გაბრწყინვებული მკვდრეთით აღსდგება! გუნდრუკის კვამლად შემოევლება, იმის სახსოვრად დაგვრჩება მარად ძმობა, ერთობა, თავისუფლება!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |