კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ახალის ვნებით ვიმოსები ყოველ ახალ წელს,

ახალს გოლგოთას ვეგებები, ვეთხოვები ძველს…

მე რომ სიყვარულს ვღაღადებდი, რა იქნა ისა!

წყვდიადის მეფეს ვინ შესწირა სიმღერა მზისა?

ვინ შემოიჭრა ჩემს ტაძარში, - წარმტაცა ცეცხლი…

წამების ჯვართან ვინ დასტოვა იუდას ვერცხლი!

თუ ჩემს ოცნებას, - სათუთ ყვავილს, - ტალღა წაჰლეკავს,

მყისვე ცა, - მიწის დასამხობად, - ზარს ჩამოჰრეკავს,

ახალის სიტყვით აღჭურვილი მოვალ, ვიქნები…

ახალ სიცოცხლედ იშვებიან ჩემი ფიქრები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბაბილინა ხოსიტაშვილი  • • •   ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია

მსგავსი თემები