იპნევა თქეშით ნეშოები გამხმარ მცენარის, და გაყინული მეეზოვე იორთქლავს ხელებს, ვით ელექტრონის მოშვილდული შუქი ზენარი მიყვება ლანდი გარისხული ქუჩის ღელეებს. ქუჩას უდაბნოს ისევ ქარი დაიმორჩილებს. გზა გადაჭრილი სდგას სვეტივით ღამის დობილი და თითქოს ესმის მდინარიდან ტირილი ნორჩის. დასცქერის მთვარე: ბალდახინით ქალაქს დაპყრობილს. უეცრათ ზვირთებს დაეცემა მძიმე ნაფოტი და მოხრის ქარი უცხო მგზავრის ხელებს აპყრობილს. იშლება ცაზე ყვავილივით ფრთა ანგელოსის. დაბმულ ტივებთან მეორე დღეს ბავშვებმა ნახეს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |