ერთხელ მასხრამ ხალხის მტერ ვეზირს ბაღში ნაჯახით გაუპო თავი... არ შეიბრალა, გააქრო ისე, თითქოსდა, მოკლა ამ ქვეყნად ყვავი. ბრძანა: - მომგვარეთ ვეზირის მკვლელი... მე როგორც მითხრეს, ამ ბნელ საქმეში - უნდა ერიოს მასხარას ხელი. მოულოდნელად დაეცა თავზე, უნდა გაქცევ, მაგრამ სად წავა, ორთავ თვალი აქვს ცრემლებით სავსე. და სცადეს იქვე აეგოთ წესი... აღმართეს უცებ სახრჩობელა და, დადგა წუთები უსასტიკესი... - ხალხო, რას სჩადით, ეს არის წესი? წუხელ ეგ ჩემსას ნადიმზე იჯდა და ხალხს დილამდე ართობდა ლექსით! ორკესტრმაც უცებ დაუკრა მარში... ოი, სიმართლევ, რა გეშველება, შენ რომ ტყუილი არ გედგას მხარში! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |