კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გაღმა კლავიშებს ტირილი აყვა -

ღამეს მოქონდა ხმები ქარსავით,

ო, როგორ უნდა სულს შენი ნახვა

შენი ღიმილი დაუთარსავი.

ამ ლექსს უცნობი სტრიქონებს მოხევს - 

შიშით ვკანკალებ ხელაპყრობილი,

და დავინახე ხავერდის ნოხზე

სუროს ფოთლებში შენი პროფილი.

მოედვა ცეცხლი წიგნებს მტვერიანს

და ელექტრონი იქცა საკირედ,

დავკეტე კარი - გარეთ მტერია

შენი თვალები მინდოდა სარკედ.

მაგრამ ვიღაცა გატეხავს მინას, -

და ვეცი კატას, უნდა გავფატრო

და ეხლა ვფიქრობ რა ვუთხრა დილას

მკლულ კატაზე ჩემ სახლის პატრონს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

მსგავსი თემები