სიყვარული აღარ განმეორდება, გულს გიშრები შემოერტყა მარაოდ, შუაღამის მგლოვიარე რიდება, მარმარილოს გაყინული თვალები მზიურ ელვათ ვეღარ მოურიგდება, მარმარილოს გაყინული თვალები. დასჭკნებიან ტუჩზე ყარამფილები, მზე მოკვდება, გული დაიხურება. ფიქრი მტევნად ჩამოწყდება სიტყვებში, ცას მიწისკენ მოსწყინდება ყურება, მზე მოკვდება, გული დაიხურება. კვლავ ოცნება ქალის სევდას დაფარავს და ვნებების ღვინისფერი ნირვანა ქრიზანთემად გაიშლება სარკეში. კვლავ ოცნება ქალის სევდას დაფარავს და სიცოცხლეს მწუხარება დაფერავს. |
პოეზიის გვერდი • • • |