დაცხრა მშფოთვარე ტალღების ზვავი, ზღვიდან დაღლილი ბრუნდება ნავი, გარინდებულა ბინდში ყოველი და მაგნოლია სულ ახლოს ყვავის. როგორც ნატეხი ელვარე სიზმრის, იასამნისფერ ღრუბლიდან წყნარი ანგელოსების გალობა ისმის. რაღაც მშობლიურს აღვიძებს ჩემში, ციდან ჩამოღვრილ სინათლის ჩქერებს მინდა შევუდგა ორივე პეშვი. ცხოვრებაც ზოგჯერ რატომ ჰგავს მირაჟს, და ერთდროულად რად მინდა ვიყო ცაშიც და აქაც ლურჯი ზღვის პირას. ან ნაპირიდან მონაბერ ნიავს, რაღაც ძვირფასი და მახლობელი დაუბრუნებლად საითკენ მიაქვს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |