ან ცელქ ამურს დავუდგები შეგირდად, ან მის ისარს ჩავუდგები კვალში, ყელსაბამად გამოხედვას შევიბამ შენ რომ გუშინ დაგივარდა გზაში. წყაროსავით ჩავიგუბებ თვალში, პოეზიას სუნთქვასავით მოგიტან, როგორც სურნელს ჩემს ჩამოშლილ თმაში. იმ ბზარების, შენ რომ გიჩანს ხმაში, ან - გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად ან - დაგტოვებ ფოთოლცვენის ქარში. |