კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თბილ ქვეყნებისკენ უკვე გაფრენილ

უცხო ფრინველთა ლამაზ ქარავანს

შენ ჩამოშორდი, რომ ნასხვისარი

არ შეგრგებოდა ლუკმა არამად.

რაღაც დიადი დასრულდა შენში,

რაღაც გათავდა, რაღაც დაიმსხვრა

და ვარსკვლავების ცისფერი სისხლი

გადაგაღვარა თავზე დაისმა.

ასე მიჰყვება ზაფხულს ზამთარი,

ტყეც შიშვლდება და კვლავ იფოთლება,

მიედინება შენი სიცოცხლეც

თითქოსდა მშვიდად და უშფოთველად.

მაგრამ დროდადრო, როცა ტკივილი

დაგეჯახება, როგორც ბიზონი,

შენ აყვირდები და იმეორებს

შენს ყვირილს ექო მარადისობის.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები