კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა:

- რამ დაგაბერა, - ის მითხრა, - ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა!

- ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა,

სამოც-სამოცჯერ მასვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა,

ოცდაერთ ათას ცხრაასჯერ ცაზედ ამასვლამ მზისამა,

გაფრენამ სიზმარივითა შვიდას ოცისა თვისამა,

ჩემ თავზედაც ქნა ბოინი მსაჯულმა სიცოცხლისამა...

საოცრად ადიდებამა როშკას ფონთანას წყლისამა,

დიდის ნიაღვრის მასვლამა, წაღებამ წისქვილისამა,

წისქვილთან ერთად წაღებამ მამაჩემისამ, დისამა,

წყლის წაღებულის ძევამა, ვეღარ მახელვამ მკვდრისამა...

ვერ დაიჭირის სიკვდილი გზა-შარამ სიალნისამა...

ჩვენად ჭირად და ბოროტად დალოცვამ ცხენოხრისამა,

ურჯულოსავით ნაქნარმა მაშინ ჩემ დედიძმისამან.

ყოფამა სიდუხჭირითა, სიმწარემ სიობლისამა,

ოფლ-შრომამ დედიჩემისამ, შაძენამ მამულ-წყლისამა,

მამულ-წყლის გამაისობით გაყიდვამ თალავრისამა,

აიმის დაფასებამა არვისგან არაისამა.

მრავალჯერ ფეხის დადგმამა თავისისამ და სხვისამა,

სრუ მარტუაის ყოფამა, არვისგან ჭერამ მხრისამა,

როცა ვერ ვიყავ ვაჟკაცი, მაშინ სიმრავლემ მტრისამა,

მტერ-დუშმნის სახლში შამასვლამ, დედისად მაჭრამ მხრისამა,

ვერ ვიყავ სრულიწლოვანი, ამაშინ შამბამ ხმლისამა,

დედის დამჭრელის აკუწვამ ნალესის ფრანგულისამა,

ჩახჩუხით მირგვალთ მავლამა ვაჟიათ წინგარდისამა;

გიორიობის ღამემა, ღულს ხიდმა ჭიგანისამა,

ჩემზე ძლიერის მტრისადა ორ-სამჯერ შაკვრამ გზისამა.

შაცდომამ ჩამამაბერის, სიბრმავემ სიბალღისამა,

არაის ძალისტანებას, ერთდროს არლოცვამ ჯვრისამა,

მაშინ ჩემ უწადინოდა, თან წაქეზებამ სხვისამა,

დიდგორ დღეობის ჩაშლამა, ვერ შაყრამ თემობისამა,

წვერს ვეღარ წასვლამ ტოლათათ, ვერ რბოლამ ცხენებისამა,

ჩამახსნამ ბეღელზეითა ზარისამ სარეკლისამა,

დიდგორის ჯვარის ატკრეცამ, ჯვარისამ, ჯვარისკრისამა,

გაღმროშკას, ქარჩისკალოსა, ბეღლისკარ მაჭრამ ხისამა,

გუდანის ჯვრისად დახვედრამ, კინაღ ჭრამ მედროშისამა,

ამაგან ჩამამაბერის, ჯავრმ ვერაბევრად მტრისამა.

მტერს მტრულად ვუსწორდებოდი, ჯვარის წყალობამ, ხვთისამა,

თან გამიმრავლის დუშმანი პირში თქმამ სიმართლისამა,

ერთგულის გაორგულებამ, აყოლამ სხვადასხვისამა,

ჭაბუკობის დროს ღალატმა, ქალისამ ლამაზისამა,

თავზე ასრიგის გადავლამ ჭორისამ, საძრახისამა,

მეკვლეში გამასაესა ღამემა ახალწლისამა,

ცის კარგახმაის ნახვამა, ხანმა ერთ მინუტისამა,

დანატვრის ვეღარ მასწრობამ, ჩქარად გაკურვნამ ცისამა.

ჩამამაბერის ტიალმა ქროლვამ გრილ ნიავისამა,

კალატის წვერზე შასმამა ყინულიანის წყლისამა,

ზამთრის ქარ-ბუქვის გუგუნმა, გრიალმა ზვავებისამა,

ზაფხულის სილამაზემა, სიმრავლემ ყვავილისამა,

მთიბელში მჯობინობასა ელვამა ცელებისამა,

ფხიტუს ფხვრიალით რბოლამა ცხენისამ ნაქერლისამა,

ბექ-ბუქის გაერთფერებამ, ნათობამ ნალებისამა,

დილას შურთხების სტვენამა, ღამით ყმუილმა მგლისამა,

კლდის ეხში შამაცინებამ ჯიხვთწყემსა ქალაისამა,

ჭიუხში ღამისთევამა, მიყოლამ ჯიხვებისამა,

ზატვრის ხელფიცხლად ტრიალმა, ხმარებამ შაშხანისამა,

ერცხვისად შამახეთქებამ ჩრდილისად მზისპირისამა,

შუა ღილღომდე ჩასვლამა ხევსურის თოფის ხმისამა,

ხარ-ლაღის გაგორებამა, ჩაჯახჯუხებამ რქისამა,

არწივის ჩამაქროლვამა, წაღებამ წილ-კერძისამა,

შაღებვამ ჯიხვის სისხლითა მაგ ტანიურის ტბისამა,

მხრებამდე ტბაში შასვლამა, შაჩქვეფამ სიმურისამა,

ტბაშიით გამატანამა, მაკლულის ჯიხვ-მაზვრისამა.

ქისტეთ ოზიკში მისვლამა, ზე მთვარის დგომამ მცხრლისამა,

ბზესავით ტყვიის მაშლამა, კივილმა ქისტებისამა,

მიმდგარმა დასწრობაზედა ბაგ-ბუგმა ნაგნებისამა,

წინითი გამაფშვნეტამა პირქერა წვრილმაღლისამა.

ჩამამაბერის ჩონგურმა, გათლილიმა ვერხვის ხისამა,

თავბერაულის გათლილმა, ტოლხეშად მიხაისამა,

ერთ დროში ხელში ნაჭერმა უთურგად ჯურხაისამა.

თვალთად სინათლის მაკლებამ, ჩამაყრამ კბილებისამა,

ვერ ნახვამ სიკვდილის დღესა დიაკონთ გიორგისამა,

იმისგან თვალისჭერამა ჩემ მისავალის გზისამა,

ჩემგან ვერგამართლებამა ნაქონის იმედისამა.

ჩაქრობამ, ჩანაცრებამა ყველა ჩემ მეგობრისამა,

ჩემ დროში გადაქსაქსვამა ნარჩევის ქალ-ვაჟისამა,

ჩემ მარტუაის დარჩომამ, ჩამათეთრებამ თმისამა,

კაის დროების წასვლამა, ვერ მასვლამ უკეთისამა.

...სიზმარში მკითხის ამბავი, ლელამა გაბურისამა,

მკვდარმა, ვერდავიწყებულმა ორმოცდაორის წლისამა,

კელაპტარივით ჩაქრობამ ჭრელების თვალებისამა,

ბარუქას დაბინავებამ, გაწირვამ არხვატისამა.

მსგავსი თემები