კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ყოველდღე ველი 

მძაფრ ქარიშხლის 

მოახლოებას,

წამს, ციურ სუნთქვით

როს აფრები 

დაიბერება,

ეს შენ ანიჭებ 

მოულოდნელ 

აზრს ჩემ ცხოვრებას,

მარადიული 

მოლოდინის 

მშვენიერებავ.


და თუ განგება, 

მცირეოდენ 

იღბალს მომმადლის,

ალბათ ოდესმე, 

მზიან დღით თუ 

წკვარამ ღამეში,

მეც შემაცურებს 

მოდრეიფე 

ბედის ხომალდი,

დიად ვნებათა 

და გრძნობათა 

ოკეანეში...


დაე, გრიგალი 

გემს მრისხანე 

ტალღებს უშენდეს,

სანამ შერჩება 

ანძებს აფრის 

ერთი ნახევიც,

მწამს, რომ ვიპოვნი 

ჯერ სხვათაგაან 

აღმოუჩენელ,

კუნძულს, რომელსაც 

დაერქმევა 

ჩემი სახელი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები