ო, რომ შემეძლოს ყინწვისის ტაძარს მე ხელმეორედ ავაშენებდი, გავაჩაღებდი შიგ ტრფობის ხანძარს და შენი ფრესკით დავამშვენებდი. ვაგუგუნებდი ოშკის ზარივით, შენს ლამაზ სახეს, გუმბათის ლოდზე ამოვკვეთავდი ოპიზარივით. ჩემს გაბზარულ გულს გავამთელებდი, კელაპტრით ხელში, შენზე ლოცვებით, შენი ფრესკის წინ გავათენებდი. დარდი აღსავსე და მოთენთილი, მივეგდებოდი სადმე ქვითინით კელეპტარივით ჩამოღვენთილი... |