თუ შუა ცეცხლთან არ გიტირია, ისე ალალად, როგორც მე ვტირი, ფიქრებში თუ არ შეცურებულხარ, როგორც ტალღებში შეცურავს ტივი, თუ არ გაჟრჟოლებს დილით ნახნავებს, როგორ ცილდება ნისლის საბანი, წადი, იარე ამ მიწის ზურგზე, აღარ გექნება რამ დასანანი. შენი მუხრანი, შენი ცაცხვეთი, მაშინ სამშობლოს ყველგან იპოვი, აღარ გექნება გულდასაწყვეტი. და თუ არ გკტკივა სიტყვა ქართული, თუ იავნანას არ ეზიარე, კაცი არა ხარ, კაცი არა ხარ, ფეხი აიდგი? წადი, იარე! |