კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

ნატო ვაჩნაძეს

 

ვაჩნაძიანთ ტურფა ქალო,

ლამაზების დედოფალო!..

შენი ღვაწლი, შენი ქება,

პოემაშიც ვერ ითქმება,

ლექსად როგორ ჩამოვთვალო?!

წინათ ქართველ მშვენიერთა,

წინათ ქართველ ქალთა ქება

შორს გასტყორცნეს ჭავჭავაძის

საოცნებო ასულებმა.

და თუმც შემდეგ ასი წელი

ჩამოეშვა, როგორც ფარდა,

ალბათ მათი თვალთა შუქი

შენს თვალებში აბრიალდა.

ალბათ სულში აგელანდა

ცივგომბორის ლურჯი მთები,

მიტომ მათებრ არასოდეს,

არასოდეს დაბერდები.

ალბათ რაც კი ეშხი ჰქონდათ

მსხმოიარე კახურ ვაზებს,

შენ გამოგყვა... მაშ რით ავხსნათ

ეგ უკვდავი სილამაზე?!

მუდამ ტრფობის ნათელს გვფენდე,

არასოდეს დაგვიბერდე,

საქართველოს ეშხის ფარო,

ვაჩნაძიანთ ტურფა ქალო,

ლამაზების დედოფალო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

მსგავსი თემები