ცა ჩამოინგრა და ჩამობნელდა, მოასვენებენ ქუჩაში კუბოს. და ამდენ ხალხში ვერავის ვხედავ, რომ არ ვიფიქრო და ვესაუბრო. უბედურ დღეებს, ბედნიერ დღეებს, ყველას სატკივარს წუხს გლოვის მარში და ასკდებიან ხეები ხეებს. კუბოს რომ მოსწყდა და ფეხით თელე. მინდა ტირილით პირქვე დავეცე, გავექცე გულზე დაკრეფილ ხელებს. გაბედვის სურვილს სული მიმალავს და ყვავილებით რთავენ ბავშვები გზას, დავიწყების გზისკენ მიმავალს. მუსიკა, წვიმა, კუბო და ქარი, ქუჩა ჰგავს ცრემლით მორთულ ბალდახინს და ასვენია ამდენი მკვდარი. |