ჯვარისწერაში ჯვარსა სჯობდა თეთრი თაისი, ეჯიბმა ჯერანს შეადარა გულთა მკრეფელი, გადაგვაყვარეს შაბაში და მისაგებელი, ასი მაყარი გვიცინოდა, როგორც მაისი.
თარის წკრიალში ვჩურჩულებდი შენი მხლებელი: - "დარჩეს ეგ ტუჩი კოცნის ელვით ხელუხლებელი, ვით მეველე ან ვენახებში ქარვის ყაისი".
საშიშ თვალებში სჩანს სიკვდილის საპირფარეშო, უბის ცისკრებში მზე გიჟდება, ლალში მცურავი.
და შეგიპყარი, როგორც მონა არაბისტანის, ცეცხლის საწოლზე შემოგძარცვე შესაბურავი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |