მე მივდიოდი დაღესტნის მთებში, ბილიკზე ჯიხვის ნაკვალევს ვშლიდი და სადღაც ქვევით, უძირო ხევში წვებოდა ღამე, წყნარი და მშვიდი. ტირიფი ტოტებს მიწამდე ხრიდა და მთის მდინარე მოუსვენარი ლოდს მიათრევდა ჭიუხის მხრიდან. მწვერვალს აშლოდა ნისლის ფაფარი, თოვლის დაფარულ მთების კალთებთან ნიავს ეპოვა თავშესაფარი. ღამეს აფრთხობდა წყაროს ხმაური და სადღაც ქვევით, უძირო ხევში ჩირაღდანივით ენთო აული. |