კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ო, იდუმალო ფიქრო, კვლავ თან მდევ, როგორც მდევდი,

ნელა ვივსები შორი ტყეების მწვანე სევდით,

მოგონებათა სითბო გათელილ გზაზე მიმაქვს

და შადრევნების ვერცხლში ჩქეფს მარმარილოს წვიმა.

ნუთუ დღემუდამ მარტო უნდა ვიარო ქარში

და შენი სახე ჩუმად ვეძებო ყველა ქალში,

იქნებ ამაო არის - ძიებაც, ფიქრიც, განცდაც

და სიყვარული ძველი ბეჭდის თვალივით გაცვდა.

რა ვიცი, ღმერთმა უწყის, მაინც არ ვკარგავ იმედს,

თუმცა ბავშვობის მთებზე ბინდი ეშვება მძიმე.

სადღაც გათიბულ მინდვრებს სურნელი ასდით თივის

და ღამეს დაღლილ მხრებზე აყრია მთვარის სხივი.

დარჩენილია ისევ სამყაროს კარი ღია,

სად ქერუბიმთა სუნთქვა ისმის ღრუბელთა წიაღ.

და როცა ჰაერს შეძრავს რეკვა დაჟანგულ ზართა,

დაგელოდები ჩუმად შეუცნობელის ზღვართან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები