რა ხანმოკლეა მზე-დღის ნათელი, ჭკნება ფოთოლი, ქრება სანთელი, და სიყვარულიც, ლოცვაც, ვედრებაც, მარადისობის ზღვას უერთდება. მოასწარ ერთი შენავარდება, ერთი სიმღერა, ერთი გაფრენა, ლეგენდად ქცევა და გაზღაპრება. რომ ვინმე მერე შენზე დარდობდეს, გულწრფელი ცრემლით თვალებს ალტობდეს გიხსენებდეს და კვლავაც გნატრობდეს. ჭკნება ფოთოლი, ქრება სანთელი და თუმცა ბოლოს მაინც ღამდება, ნეტა მას, ვინც ხვალ დაიბადება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |