რა დიდებული სიტყვა არსებობს ეს დალოცვილი "ხვალე". - დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო, ხვალეც მალეა, მალე!
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან. ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია, წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გავისტუმრებ ვალებს, წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ, ხვალვე გავგზავნი ბარემ.
ხვალ ანონსია "ღალატის"! - ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ, ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი! ხვალე ვისესხებ... ხვალე გიყიდი... კარგი... დაწყნარდი, კარგი!
ეს დღეც დადგება მალე, სახელოვანი ხვალ შევიქმნები, ხვალე, ხვალე და ხვალე!
რა გამოგილევს ხვალეს, ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება, მიდი თვალე და თვალე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |