საფერავივით დაიღვარა მინდორში ღამე... საფერავისფერ ბალახებში ვწევარ და მცივა... მახსოვს, ოდესღაც, ამ მინდორზე გადარეული აისიდორა დუნკანივით ცეკვავდა წვიმა. ვნებააშლილნი ხარხარებდნენ არლეკინები... და ციმციმებდნენ მარგალიტის ყელსაბამივით, ჩემი ცრემლები - ფერმიხდილი ბალერინები. ფერდშელეწილი ხარი გლეჯდა ღამის ავსულებს... დაფნით მოსილი ვიმარჯვებდი მუდამ ორიდან და აფროდიტას სიმამაცით ვჭრიდი ამურებს. და ღამის სუსხში მარტოსული ვწევარ და მცივა... და ლურჯ მინდორზე, შეშლილი და გადარეული, აისიდორა დუნკანივით არ ცეკვავს წვიმა... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |