კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ცაო, ცაო, ნათელო, ეს დღე შენი მზის არი,

ღამით ციცინათელობ და ლურჯ სიზმრებს გვიგზავნი.

ზოგი შენს შუქს ვერ იტანს, ჩვენ კი შენით ვკისკისობთ...

მე რომ არაფერი ვთქვა,

გული ყვირის - მიყვარსო!

მთაო, ზრდა-გახარება!ოხვრა არ გამაგონო,

შენს ლურჯ მკერდზე ქარებმა მარწიოს და მაგოროს,

შენი კლდე და ქარაფი დარდით ვინ დაგიზახოს,

მე არ გეტყვი არაფერს,

გული ყვირის, - მიყვარსო!

წყალწითელას ჭალაში დაქროლილო ნიავო,

როს უხილავ ფრთას გაშლი, აბა როგორ ვიავო,

ან წამიღე ფრენით და ან შემრიე თიხასო...

მე რომ არაფერი ვთქვა, გული ყვირის - მიყვარსო!

ღამით მთვარის სინათლევ, დღისით მზის მცხუნვარებავ,

ერთგულებავ, სიმართლევ, ვერ წაგლეკოს ქარებმა.

იფრიალეთ დროშადო, აცდენოდეთ ხიფათსო,

ენაც რომ ამომშანთონ, გული ყვირის - მიყვარსო!

საქართველოვ, ვულკანზე გაკიდულო აკვანო,

ერთო ციდავ რუკაზე, ისე მთელო სამყაროვ,

შენზე ლაღ სიმღერათა სიტყვა რამ დამიხავსოს...

მე რომ არაფერი ვთქვა, გული ყვირის - მიყვარსო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

მსგავსი თემები