მზემ შეალბო შეყინული ბზარები, დნება წეროს თოვლი: რეკენ ყინვის იისფერი ზარები უკანასკნელ თრთოლვით. უკანასკნელ სულის ამოხდომამდი, სიჭაბუკევ! ხელში გამიქანდები, როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი. მომე გული, მერე გამაქვითკირე! თუ მოგესმათ ხერხემალის ჭახანი, წეროს თოვლში, წეროებო, მიტირეთ. ის მეორედ აღარ გალამაზდება: ლექსიც ჩქარა, ქალის სიყვარულიცა, წყეულებმა არ იციან დანდობა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |