კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ერთხელ დამრჩა გულის კარი

ღია და

ორი ჩიტი ერთად შემოფრთხიალდა;

სევდის ჩიტი -

პატარა და ცისფერი,

სიხარულის -

ლამაზი ვარდისფერი.

გვიან მივხვდი - 

სიყვარული მწვევია,

სიმღერებში

თავი დამვიწყებია:

იმ ვარდისფერს

ცად შეუკრავს კამარა,

დავრჩენილვარ

სევდის ჩიტის ამარა.

ეს ცისფერი

ერთგული და გამძლეა,

სულ თანა მსდევს

არასოდეს გამცლია;

ამ ჩიტივით

სიყვარულზე ვმღერი მე.

ეს ჩიტია - 

ლექსებს რომ მაწერინებს;

სიხარულს და თვით სიცოცხლეს

მიზოგავს,

ამ ცისფერი ჩიტის მარადისობა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები