კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვიცი, რომ ქვეყნად ცოდვაა ბევრი,

მაგრამ სიკეთე ჩვენი მზე არის,

ასე დუღს მუდამ ცხოვრების ქვევრი,

ბრძოლა დიდი და შეუპოვარი;

და არ ჩაქრება მისი ლამპარი

იმედის შუქით სულში მთოვარი,

თავისუფლების დიდი მზე არის

ყველაზე დიდი მონაპოვარი.

ჩვენს სულს ის მუდამ ანიჭებს სითბოს,

ხან დიდ ბრძოლაშიც ცეცხლს გვაფრქვევინებს,

იგი თვით არის ფარული სიტკბო,

ბოროტზე კეთილს ვერ ათქმევინებ...

ბევრჯერ სცადეს, რომ დაღუპულიყო,

დევნიდნენ ღამით, დევნიდნენ დღისით,

ოი, რამდენი ბრძოლები იყო,

ჯვარზე კი აცვეს თაყვანის ღირსი.

მაგრამ ვერასდროს ჩაქოლეს ქვიშით

და ვერ ჩაკეტეს ფოლადის ნიშით - 

რადგან სიმართლის დიდ სამსხვერპლოზე,

მან არ იცოდა რა იყო შიში!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები