კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რად მოქუფრულხარ, წარბი გახსენი,

იქნებ ტკივილმა გადაგიაროს...

ყომრალ ღრუბლების მწარე თასმები

ცასაც არ შვენის, ადამიანო!

რამდენიც უნდა ხვნეშით იგმინო,

ცა ისევ ლურჯად შეისარკება...

თუ გაგიფრინდა შენი მიმინო,

რა დაგრჩენია - ხელის დაქნევა.

ღიმილის ოქრო სად გადამალე,

ვის დაუტოვე განძი გირაოდ,

წარბები - ორი შავი მამალი -

წამომართულან საძიძგილაოდ.

თუკი გაგთვალა ლხენის მოცილე

ალმა და მისწვდა გულის რიკულებს -

ან ხატპეპელას შეალოცვინე

ანდა გელათის წყარო იპკურე.

თუ დაგინისლეს ბედის ვარსკვლავი,

თუ გადაჯეგეს მკერდის ჯებირი, -

თითები, ჩახმახს გამოსაკრავი,

რად დაგიშვია ლოლუებივით.

გახსენი შუბლი, ჟამის თარები

ვის ჭირს აგემებს, ვის დალხინებას...

დარდიან კაცის გამოდარება

ჰგავს წვიმის შემდეგ ცის გაღიმებას.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

მსგავსი თემები