ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი და გადავლახე უდაბნო ვრცელი, ჩემი მიჯნური, გვრიტი მწყაზარი, უკვე მიმელის... დაუკარ სანჯი... ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე, მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის, ტკბილო მოყვარე, დაუკარ სანჯი... ათასი მთვარე ისევ ამოვა, ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა, ტკბილო მოყვარე, დაუკარ სანჯი... ვერც ნათესავთა მშიერი ხროვა, ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი, დაუკარ სანჯი.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |